LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ!..“

11679
ლოლა წერეთელი მთავარზე

ლოლა წერეთელი რუსეთში, მოსკოვში ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს, სადაც პანდემიის გამო გაემგზავრა.  ახლახან თბილისში ჩამოსულმა ჟურნალ „სარკის“ კითხვებს უპასუხა, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც.

როგორც ცნობილი მომღერალი აღნიშნავს, ფრანგი თაყვანისმცემელი მის ცხოვრებაში აღარ არის:

„ყველაფერი ისევ ისეა, ძველებურად, ის საფრანგეთშია. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა სიყვარული, რომელიც მუდმივად გაფორიაქებს და ტკივილსაც გაყენებს. თავისუფლად, მარტო ცხოვრება ჯობია. თავს ლაღად ვგრძნობ, ტვირთი მომეხსნა. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება, წყნარად ვცხოვრობ, უფრო კარგად ვმღერი, უდარდელად. ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ჩემი თავის პატრონი ვარ, უფროსი არავინ მყავს“.

ლოლა წერეთელი: „რომ ამბობენ, მკვდრების მეშინიაო, მე პირადად ცოცხალი ადამიანების უფრო მეშინია…“

ლოლა წერეთელი: „გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ?“

ლოლა წერეთელი: „ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები