LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ?“

9439
lolawereteli

ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რამ დაღალა ყველაზე მეტად:

„ახალი სიმღერა ვიმღერე და გადაცემაში ვთქვი, რომ არავის და არაფერს ეძღვნება, რომ კომერციული სიმღერაა სიყვარულზე. იმისთვის, რომ მსმენელს გულში ჩარჩეს და მოუსმინონ. წავლენ, მოვლენ და კომენტარებში მაინც ერთსა და იმავეს წერენ – რა გინდა, რატომ ტირიო. ყველაფერს მაინც პირად ცხოვრებას უკავშირებენ. არ მაქვს უფლება, ბედნიერი ვიყო და ვიმღერო? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სიმღერა არავის ეხება, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული გათვლაა, მაგრამ მაინც ჩემს წარსულსა და ასაკს მიადგებიან. ეს ძალიან მწყინს და ვბრაზდები. არ უნდა ვიმღერო სიმღერა, რომელიც მომწონს და მინდა ვიმღერო? ხან გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ? რა უნდათ, არ ვიცი, დავიღალე. ადამიანი პირს რომ აღებს, არ ფიქრობს, რომ შეიძლება სხვას აწყენინოს. ძალიან სამწუხაროა, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, სხვაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?“

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ყოფილი მეუღლის, გიორგი წერეთლის გვარს ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g