LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებაში ორჯერ დავკარგე ხმა, მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან ცუდად გავხდი, 2 კვირა უხმოდ ვიყავი“ – ლოლა წერეთელი რადიო „ფორტუნას“ ობიექტივში

100
ლოლა წერეთელი

მომღერალი ლოლა წერეთელი, რომელიც რადიო „ფორტუნას“ რუბრიკის – „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარია, სიუჟეტში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებს.

„უსიმღეროდ ალბათ მოვკვდები, იმისთვის, რომ, სულ მცირე, 10 წელი კიდევ ვიმღერო, პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, მინდოდა, მსმენელის წინაშე უფრო ახალგაზრდა სახით გამოვსულიყავი“ – ლოლა წერეთელი

საკუთარ შემოქმედებაზე საუბრის დროს ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ 35-წლიანი კარიერის განმავლობაში მას ხმაზე მხოლოდ ორჯერ შეექმნა პრობლემა.

„რაც ვმღერი, 35 წლის განმავლობაში, ორჯერ შემექმნა ხმაზე პრობლემა, როდესაც მამა გარდაიცვალა ძალიან ცუდად გავხდი და ხმა დავკარგე, 2 კვირა უხმოდ ვიყავი. მეორედ, ქობულეთში, ცუდად გვახდი და მაშინ, თუმცა მაინც ვმუშაობდი და ვმღეროდი“, – ამბობს ლოლა წერეთელი „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g