LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოველთვის მხიარული ვარ, ცუდ ხასიათზე თუ ვიქნები, იმ დღეს სახლიდან არ გამოვალ“ – ლოლა წერეთელი რადიო „ფორტუნას“ ობიექტივში

118
ლოლა წერეთელი

მომღერალი ლოლა წერეთელი რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

„უსიმღეროდ ალბათ მოვკვდები, იმისთვის, რომ, სულ მცირე, 10 წელი კიდევ ვიმღერო, პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, მინდოდა, მსმენელის წინაშე უფრო ახალგაზრდა სახით გამოვსულიყავი“ – ლოლა წერეთელი

მომღერალი რუბრიკაში „ფორტუნას“ მაყურებელს უმხელს, თუ როგორ ინარჩუნებს მუდმივად პოზიტიურ განწყობას.

„სულ მხიარული ვარ, არასდროს არ მაქვს ცუდი ხასიათი, ცუდ ხასიათზე თუ ვიქნები, სახლიდან არ გამოვალ.

არასდროს ვნატრობ – ჩემს ცხოვრებაში არის მიზანი. არასდროს ვამბობ: „რა კარგი იქნებოდა, ეს რომ მქონდეს“, არა! ეს მინდა, ეს იქნება – ასე ვამბობ, ჩემთვის არის მიზანი, მიზნით ვცხოვრობ…

ადამიანის დევიზი უნდა იყოს პოზიტივი და მიზანი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ადამიანი, მთავარია გულში ჰქონდეს პოზიტივი“, – აღნიშნავს ლოლა წერეთელი „ფორტუნასთან“.

„ცხოვრებაში ორჯერ დავკარგე ხმა, მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან ცუდად გავხდი, 2 კვირა უხმოდ ვიყავი“ – ლოლა წერეთელი რადიო „ფორტუნას“ ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g