რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად ემიგრანტი, თამარ მღებრიშვილი გარდაიცვალა.
ემიგრანტი მუსიკოსი, თამარ მღებრიშვილი მძიმე სენს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ქართველი ემიგრანტის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
თამარ მღებრიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება ლოლა წერეთელი. მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ემიგრანტის ოჯახს თანაუგრძნობს.
„სამწუხარო ამბავია, ძალიან გული დამწყდა, თანავუგრძნობ მის ოჯახს , უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი იმიერში“, – წერს ლოლა წერეთელი.
