LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „პატარა გოგო ხომ არ ვარ, მინდა ახალგაზრდა დავრჩე და ვიხულიგნო… პლასტიკური ოპერაცია რომ გავიკეთე, საშინელებებს წერდნენ…“

295
ლოლა წერეთელი

მომღერალი, ლოლა წერეთელი გადაცემაში „დღის პოსტი“ ამბობს, რომ სტილი, რომელიც მას აქვს, მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს.

„რაზე უნდა იფიქროს 60 წლის ქალმა?!. მინდა, მოვაგროვო იმდენი, რომ ჩემი მცირე ბიზნესი გავხსნა და ლამაზად დავბერდე…“ – რატომ გადაწყვიტა ლოლა წერეთელმა სახის პლასტიკური ოპერაციის საზღვარგარეთ გაკეთება და რა ბიზნესის წამოწყებას აპირებს საქართველოში

„მე პატარა გოგო ხომ არ ვარ, მინდა ახალგაზრდა დავრჩე და ვიხულიგნო. კომფორტულად ვგრძნობ თავს, მე ამ სტილს ვირგებ…“ – ამბობს მომღერალი.

წამყვანის კითხვაზე, რა შეიცვალა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, მომღერალმა უპასუხა:

„შეიცვალა ის, რომ სარკეში ვიხედები და სხვა სახეს ვხედავ. თავიდან ცოტა გასივებულიც ვიყავი სახეზე, მქონდა პრობლემებიც. არ დამიმალავს არაფერი, მინდოდა ხალხს სცოდნოდა, რომ გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია, მინდა რომ ლამაზი ვიყო და დაიწყეს რაღაცების წერა, საშინელებებს წერდნენ, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მადლობელი ვარ“, – ამბობს ლოლა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g