LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია ოპოზიციას: ან ოთხივე დაჯდებით და იმოქმედებთ ერთად და ერთიანად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით, თუ ვინმე რამეს აურევს მაგასაც მოგვახსენებთ!

122
ნინო ლომჯარია

არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია, ოპოზიციას მიმართავს:

„ან ოთხივე დაჯდებით და იმოქმედებთ ერთად და ერთიანად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით. თუ ვინმე რამეს აურევს მაგასაც მოგვახსენებთ“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g