LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ? ამიტომ გააუქმეს უწყება, რომელიც სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას იძიებს: მელია

110
1

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს ეხმიანება.

როგორც მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ ებრძვიან განსხვავებულ და კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი.

მელიას თქმით, რადგან ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ვერ დააპატიმრებდნენ და ნარკოტიკს ვერ ჩაუდებდნენ, გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაადამიანურ მოპყრობას იძიებს:

“ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაადამიანურ მოპყრობას იძიებს.

მაქსიმუმ, ერთ თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც ძალიან ძლიერი მტკიცებულება იქნებოდა.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და ის დემოკრატიული რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, მხოლოდ ორია, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. სახალხო დამცველს დროდადრო დაპატიმრებით ემუქრებიან და იმასაც საუბრობენ, რომ ნინო ლომჯარიას ადგილას მათი გუნდის წარმომადგენელი უნდა იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებულია იმ დასკვნის გასაჯაროებით, რომელიც მათ საჯაროდ, დაახლოებით, ერთ თვეში უნდა გამოეტანათ, რაც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს ნათელს მოჰგვრის.” – თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, სხელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების პროექტი კონსპირაციულად მომზადდა და მასში ინსპექტორის სამსახურს მონაწილეობა არ მიუღია.

თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.

ვრცლად თემის შესახებ:

ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: სახელმწიფო ინსპექტორი

შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მოვუწოდებთ ინიციატივა უკან წაიღონ: გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუსმა გასცა: სააკაშვილი

“ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას: ნათია მეზვრიშვილი

“ქართული ოცნება” უდიდეს მონაპოვარს ანადგურებს და ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში უშვებენ: ბუჩუკური

ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად, გაერთიანება გუნდის ერთ-ერთ ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა: ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ

მდინარაძე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა შეინარჩუნონ სამსახურიაშშ-ს ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლონდა თოლორაიას შეხვდება

magti 5g