ლონდონში, საუთენდის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე შენობაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily star ავრცელებს.
შენობების თავზე სქელი მუქი კვამლი ადის, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. აფეთქების გამომწვევ მიზეზებსა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აფეთქებას აეროპორტის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.
LATEST: Fire in an aircraft hangar at Southend Airport. Multiple fire crews are tackling.
Vids by Stacey Dawson, Liam Hayes & Steve Warner. pic.twitter.com/nqb5uOiQJE
— Your Southend (@YourSouthend) August 16, 2017
