ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტრამპის გამოსახულებით ბავშვის ექვსმეტრიანი საჰაერო ბუშტი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა გასაბერ ბუშტს – „ბეიბი ტრამპი“ უწოდეს.
გასაბერ ბუშტზე ტრამპის გაბრაზებული სახეა დახატული, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს და ჩვილის საფენი აცვია.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს, ლონდონსა და სხვა დიდი ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი.