LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ritz-ის სტუმრები პირდაპირ „დაუნტონის სააბატოში“ მოხვდებიან

62

ლონდონის ritz-ის სტუმრები პირდაპირ „დაუნტონის სააბატოში“ მოხვდებიან. სასტუმროს სტუმრები შეძლებენ, რომ გადასაღებ მოედანზე გაისეირნონ და ცნობილი სერიალის ატმოსფერო ბოლომდე შეიგრძნონ.

სპეციალური შეთავაზება 28 თებერვალს დაიწყება და 1 მარტამდე გასტანს. ექსკურსია სასტუმროში ორი ღამის გათენებას, ჰეკლერის სასახლეში ვიზიტს და გრაფისა და გრაფინიას მონახულებას გულისხმობს. 28 თებერვლის საღამოს, იღბლიანი ვიზიტორები საყვარელი სერიალის სცენარისტსა და პროდიუსერსაც შეხვდებიან და შემდეგ უგემრიელეს ვახშამს მიირთმევენ.

რაც შეეხება The ritz London-ს , ის უკვე წლებია, რაც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების სიაში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები