ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის – World Travel Market (WTM) – ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო კომპანიებისა და ცნობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს (Skyscanner, Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News) ხვდება. მაია ომიაძის თქმით, იგი ასევე გაესაუბრება კინოსტუდიის Warner Bros-ის წარმომადგენლებსა და ჯეიმი ოლივერს მისი საქართველოში ჩამოყვანისა და ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემის მომზადების მიზნით.
WTM London 2023-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.