LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში Brit Awards-ის ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა – გამარჯვებულების სრული სია

93
PRC-118611220

ლონდონში, ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების, Brit Awards-ის მე-40 ცერემონია გაიმართა.

ყველაზე მეტი, ორი ჯილდო შოტლანდიელმა მუსიკოსმა, ლუის კაპალდიმ მოიპოვა. ,,საუკეთესო ალბომის” ფლობელი Dave გახდა, ნამუშევრისთვის Psychodrama, ,,საუკეთესო ბრიტანელი მამაკაცი არტისტის” ტიტული Stormzy-მ მიიღო, ,,საუკეთესო ბრიტანელი ქალი არტისტის” კი –  Mabel-მა.

რაც შეეხება ჯგუფს, ,,საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის” წოდება Foals დაიმსახურა, ,,საუკეთესო სიმღერა” ლუის კაპალდის  Someone You Loved გახდა, ,,საუკეთესო უცხოელი ქალი არტისტი” ბილი აილიში, ,,საუკეთესო უცხოელი მამაკაცი არტისტი” Tyler, The Creator, ხოლო ,,საუკეთესო ახალბედა არტისტის” ტიტული კი Lewis Capaldi-ს ხვდა წილად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები