ლონდონში კრიკეტის სტადიონიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი არბალეტიდან გასროლა გახდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ გულშემატკივრების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.