LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში შესვლა ზოგიერთი მძღოლისთვის ფასიანი გახდა

109

ძველი, გაფუჭებული მანქანების მფლობელები, ლონდონში შესვლისთვის, დღეიდან 28 დოლარს გადაიხდიან.

დედაქალაქში ახალი, 13 დოლარიანი გადასახადი, უკვე არსებულ 15 დოლარიან მოსაკრებელს დაემატა.

აღნიშნული ცვლილება ეხება როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომანქანებს, რომლებიც ევრო 4-ის სტანდარტებს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ლონდონდში ასეთი მანქანების უმეტესობა, 2006 წლამდე გაყიდეს.

გადასახადი, სამუშაო დღეებში, დილის შვიდი საათიდან, საღამოს 6 საათამდე იქნება დაწესებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g