„ლოპოტა სპა რეზორტსი“ პანდემიის მიუხედავად, განვითარებას არ წყვეტს და ფართოვდება. 2021 წლის ზაფხულში, კერძოდ ივნისში, კომპანია კომპლექსის ტერიტორიაზე ბიზნესკლასის 51 ნომრიან სასტუმროს გახსნის. ინფორმაციას „ბინზესპარტნიორი“ ავრცელებს. გარდა ამისა, ივლისში კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნება აზიური ტიპის რესტორანიც.
„დამატებით ათვისებული იქნება 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთული იქნება ე.წ ლუქსებით, ექნება თავისი აუზი. იგივე ტერიტორიაზე გაიხსნება აზიური რესტორანიც,” – აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტსში“.
შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე 2006 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.