სოციალურ ქსელში გავრცელებული, ერთი და იგივე აუდიოჩანაწერი ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით.
ნაწილი ამტკიცებს, რომ მამაკაცი ამბობს Yanny (იანი), ნაწილს კი ესმის Laurel (ლორელ).
დისკუსიაში მალე ჩაერთნენ ცნობილი ადამიანები. იანმა და ლორელმა თეთრ სახლამდეც მიაღწია. აზრები აქაც გაიყო.
ვიდეოში ჩანაწერს ივანკა და დონალდ ტრამპებიც განიხილავენ.
CNN-ის ინფორმაციით, აუდიო თავდაპირველად სოციალურ ქსელ Reddit-ზე განთავსდა, მოგვიანებით კი „ტვიტერზე“.
არიზონას უნივერსიტეტის მეტყველებისა და ენის პროფესორის, ბრედ სტორის თქმით, აუიოჩანაწერის ხარისხი ძალიან დაბალია და იძლევა ორაზროვნების საშუალებას. ამასთან, სტორის თმით, ჩანაწერის აღქმა დამოკიდებულია, რა საშუალებით ისმენთ – ტელეფონით, ყურსასმენით თუ სხვა გაჯეტით. პროფესორი ამბობს, რომ რეალურად ჩანაწერში მამაკაცი “ლორელს” ამბობს.
თქვენ რომელი გესმით?