ლორენ სანჩეს ბეზოსმა 56 წლის იუბილე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ზამთრის კურორტზე, ასპენში აღნიშნა. ამჯერად მან უარი თქვა ჩვეულ დიზაინერულ გლამურზე და ქალაქის ესთეტიკას მოერგო. ლორენი და მისი მეუღლე, ჯეფ ბეზოსი პაპარაცებმა რესტორან The White House-იდან გამოსვლისას დააფიქსირეს. წყვილი შავ, სათხილამურო სამოსში იყო გამოწყობილი. სანჩეს ბეზოსს ეცვა შავი სპორტული შარვალი თეთრი დეტალებით, ბეწვის კაპიუშონიანი ქურთუკი და თასმებიანი თოვლის ჩექმები. აქსესუარებად კი დიდი ზომის სათვალე და მინიმალისტური ყელსაბამი შეარჩია.
ეს სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა წინა საღამოსგან, როცა წყვილი „ვესტერნ“-ინსპირაციით შთაგონებულ ლუქებში გამოჩნდა. იუბილეს აღსანიშნავად მათ ქალაქში მეგობრებთან ერთად იზეიმეს, მათ შორის გრემის მფლობელ დიჯეი დიპლოსთან. იმ საღამოს ლორენს ეცვა იასამნისფერი ველვეტის „დიორის” ქურთუკი, ხოლო ბეზოსმა ზამშის „ტომ ფორდის” ქურთუკი შეარჩია.
ლორენ სანჩესი ქმართან პაემანზე „ალაიას” 10 000 დოლარიანი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა



