ელექტრონული ჰიპერქარი Lotus–ის პრემიერა ძალიან მალე შედგება. ორკარიანი მოდელი, კოდური სახელწოდებით Omega ძალიან რადიკალური და მსუბუქი გამოვა.
ინსაიდერების ინფორმაციით, Lotus–ის აგრეგატზე Williams Advanced Engineering–ის ჯგუფი მუშაობდა. ჰიპერქარი რამდენიმე ელექტროძრავს მიიღებს და მათი საერთო სიძლიერე 2000 ცხენის ძალას მიუახლოვდება. შეგახსენებთ, რომ Omega–ს მთავარ კონკურენეტებს Rimac C_Two-ს – 1914 ცხენის ძალა, ხოლო Pininfarina Battista-ს კი – 1900 ცხენის ძალა აქვს.
აგრეგატს ახალი თაობის ელემენტი ექნება და მისი სვლის მარაგი 400 კმ–ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელს ტრეკის გავლა საკმაოდ ნორმალური ტემპით შეეძლება.