LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Louis Vuitton-ის შოუზე სელენა გომესი საცვლების გარეშე გამოჩნდა (ფოტო)

265

Louis Vuitton-ის შოუსადმი მიძღვნილ სპეციალურ სადილზე სელენა გომესი შავ გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა. მომღერალს შიფონის შარფი ყელზე ჰქონდა შემოხვეული და ბრწყინავდა საღამოს სექსუალური ლუქით. ამ დღეს გომესმა მესამედ მიიქცია ფოტოგრაფების ყურადღება. ჯერ იყო და ჯინსის მინი ქვედაბოლოსა და თეთრ ბლუზონში გამოჩნდა, შემდეგ წითელ შარვალსა და შავ მოსასხამში და ბოლოს შიფონის გამჭვირვალე ანსამბლში.

რაც შეეხება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Louis Vuitton-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას, ის ნამდვილად ვარსკვლავური გამოდგა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი ჯენიფერ კონელი, წლევანდელი ოსკაროსანი ალისია ვიკანდერი, ლეგენდარული კატრიუნ დენიოვი, კრის ჯენერი, ნატალია ვოდიანოვა და სხვები.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g