LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუდი “ნისიაზე“ იყიდე თუ ფულითო…” – რას ჰყვებიან გავაზში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები

297
გარდაცვლილ გავაზი

ყვარლის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ გავაზში თანასოფლელმა დაახლოებით 45 წლის მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

კახეთში სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ადგილობრივები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ.

„მკვლელის მამასთან მოუვიდა შეკამათება. რის შემდეგაც სუფრიდან მოშორებით გავიდნენ. მკვლელი წავიდა სახლში, გამოიტანა დანა და დაარტყა.

სასწრაფომ ნახევარი საათით დაიგვიანა. დაჭრილი გონებაზე იყო. მუცლის ღრუში შიდა სისხლდენა ჰქონდა და როგორც გავიგეთ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაპირისპირების მიზეზი იყო კინკლაობა სუფრაზე. იკითხა, ლუდი ნისიაზე იყიდე, თუ ფულითო.

არც დარტყმა ყოფილა და არც გაწევ-გამოწევა, წავიდა, დანა გამოიტანა (შურისძიების თუ არ ვიცი, რა მოტივით) და დაარტყა ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ“. – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი „პალიტრასთან“ საუბრისას.

როგორც ადგილობრივები მკვლელობის შესახებ ჰყვებიან, მკვლელობის ადგილზე დაახლოებით 10-12 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი პირი შველას ითხოვდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„საღამოს 6 საათი იქნებოდა, მაღაზიაში ვიყავი წასული რომ ვბრუნდებოდი, ჩემს სახლთან დავინახე (დაჭრილი) დაბლა იწვა. შემეშინდა და გავბრუნდი. ბევრი ხალხი იყო გარშემო. სასწრაფო თვითონ ბიჭებმა გამოიძახეს.

არ ვიცი, წარსულში რამე დაპირისპირება ჰქონდათ თუ არა. ჩვენი სახლიდან წყალი გაიტანეს, ასხამდნენ, მაგრამ ვერ გადარჩაო. მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, სუფრაზე დაიწყეს კამათიო. მანამდე მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ გამიგია”, – ამბობს ადგილობრივი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g