LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიაში “დელტა” შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე

46
სყექ

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანულ შტამთან ერთად “დელტა” შტამიც ცირკულირებს. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში „დელტა” შტამის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არსებული გათვლებით, „დელტა” შტამი 20%-ზე მეტად ცირკულირებს.

„უკვე გვაქვს გასულ კვირაში დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობილია, რომელ კლინიკებში შეძლებთ “ფაიზერით” აცრას

გამყრელიძე: “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს, მაგრამ არა – ახლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები