LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ფოფხაძე რეანიმატოლოგის გარეშე გადაჰყავდათ – სამედიცინო დასკვნა და ახალი დეტალები 16 წლის მოზარდის საქმეზე

1093
BeFunky-collage (5)

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა 15 წლის მოზარდის საქმეზე, რომელსაც 16 წელი კომაში ყოფნისას შურსრულდა, ცნობილია.

ამბროლაურში დასასვენებლად ჩასული მოზარდი, ლუკა ფოფხაძე 40 დღე იყო კომაში. მისი სიცოცხლე საფრთხეში რეანომობილიმა ჩააგდო.

სამედიცინო დასკვნას ,,ახალი კვირა” ავრცელებს. მათთან საუბარში მოზარდის მამიდა 20 ივლისის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანა ზუსტად 12 წუთში მივიდა. მაშინ ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ მოზარდს წინასწარი დიაგნოზი, კიდურების დაბეჟილობა აღენიშნებოდა და უახლოეს კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. მამიდა იხსენებს, რომ ლუკა სასწრაფოს ექიმებს საკუთარი ფეხით გაჰყვა, კიბეებიც ჩაიარა და მანქანაშიც თავად ჩაჯდა.

კლინიკა სოფლიდან ათ კილომეტრში მდებარეობს. ამ მონაკვეთში ტრასპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, რაც სუნთქვის უკმარისობაში გამოიხატა. ბავშვს ამბროლაურის კლინიკაში სავარუდო დიაგნოზი დაუსვეს, რომ მას შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსული ინფექცია ჰქონოდა.

სწორედ ამ დროს დაისვა 15 წლის მოზარდის გადაყვანის საკითხი სხვა მრავალპროფილურ, მაღალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამბროლაურში ლენტეხის ბრიგადა წამოვიდა, თუმცა მათი თქმით, რეანომობილმა დაახლოებით სამი საათი დაიგვიანა.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დასკვნიდან ირკვევა, რომ რეანომობილში, რომელიც ლენტეხიდან ამბროლაურში ჩავიდა, რეანიმატოლოგი არ იჯდა. ბრიგადას, რომელსაც პედიატრი და ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობა, კრიტიკურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადაყვანის სერთიფიკატი არ გააჩნდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ექიმი ცისმარი ონიანი კატასტროფის ბრიგადის შემადგენლობაში, რეანიმატოლოგის დარეჯან გაზდელიანის ნაცვლად იმყოფებოდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. სამედიცინო ჩანაწერებში ის გაზდელიანის მაგივრად აწერს ხელს.

,,მე არ ვიცოდი, რომ ის ოჯახის ექიმი იყო და არა რეანიმატოლოგი. თურმე სხვა უნდა წამოსულიყო და ეგ წამოვიდა. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული“- აცხადებს გარდაცვლილის მამიდა. მისი სიტყვებით, რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა. გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა.

ნაქერალას უღელტეხილზე ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა,რის გამოც მისი უახლოეს, ტყიბულის ევექსის კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. პროფესიული განვითარების საბჭოს დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ კლინიკაში, ბავშვის  სამედიცინო ბარათი საერთოდ არ უწარმოებიათ. ტყიბულის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო.

,,ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს”

მომხდარი მძიმე ფაქტის შემდეგ, ამბროლაურში გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g