LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს”

3533
67878363-501019973967308-6298029228403195904-n

ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანომობილის გაუმართაობის შედეგად გართულდა, გარდაიცვალა. 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაცვლილი ბიჭის დედა სოციალურ ქსელში უმძიმეს  პოსტს აქვეყნებს.

“ვიგუდები შვილოო
ვერ ვსუნთქავ უშენოოდ
ახლა რა ვქნა,ახლა როგორ ვიცხოვროო
რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს,რაც შენთან მაკავშირებს
რა ვუყო იმ ქუჩებს,ადგილებს სადაც ერთად გვივლია
სად გადავსახლდე დედუკაა
უშენოდ როგორ ვისუნთქოო
წამიყვანეე გემუდარები ლუკა
უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით დედუკა
ჩემო კეთილშობილო..მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო
წამიყვანეეე
ყვირილი მინდა,სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი,მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე,გასკდა გული შვილო
დაუბრუნდი სხეულს გთხოვ,სთხოვე უფალს შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან…სთხოვე დედი
შენ ისეთი კეთილი ხარ,იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო
გთხოოოვ
ვერ გიშველა დედის ლოცვამ დე
ვერ გადაგარჩინე დე
დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები დე
ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო
ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს
აქ ვერა,მაგრამ…
მანდ მაინც ვიყო შენთან
გზა შემიმოკლე დედიკო გთხოვ”

https://www.facebook.com/ana.akobia.96/videos/2409137406019335/

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ის ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით ავად გახდა. მოგვიანებით, როცა ის ამბროლაურის კლინიკაში გადაჰყავდათ, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა. ამან კი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა დაამძიმა. პაციენტის კლინიკაში გადაყვანა 3 საათით დაგვიანდა.

ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები