მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ მტრედები გაუშვა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
„მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად, რადგან დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ, როგორც საჭიროა”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
მისივე განცხადებით, მოსამართლემ „უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვა“.
“ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს,” – აცხადებს ლუკა კალანდია.