LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა კურტანიძეს ოჯახი დაენგრა – „ეს ურთიერთობა დავამთავრე…“

8399
lukakurtanidze29245

ლუკა კურტანიძისა და ხათუნა მიქაცაძის ოჯახი დაინგრა. სპორტსმენი ყოფილ მეუღლეს ემოციურ პოსტებს უძღვნის და აღნიშნავს, – „მადლობა უფალს რომ ეს ადამიანი არის ამ ქვეყანაზე და მადლობა უფალს რომ მიწყალობა და მიკურთხა მასთან უსასრულო და მარადიული სიყვარული + ახლა კი რაღაც დროით ჩვენს ერთ ცხოვრებაში დადგა ზამთარი….. რაც ამ განსაცდელმა ცივი სიმარტოვე შემოიტანა ჩვენს სულს და გულში, აირია ერთიმეორეში დარდი, სინანული, ცრემლი და ტკივილი…“

ამ პოსტში ლუკა კურტანიძეს არ დაუწერია, რომ მისი ოჯახი 2019 წლიდან დანგრეულია, თუმცა ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისმა ექსმეუღლემ განაცხადა. ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც ურთიერთობაში წარმოიშვა, ვერ გაუმკლავდა – „გაჩნდა სირთულეები, ვცდილობდი მომეგვარებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება იყო, მისგან მშვიდად წამოვსულიყავი. ისევ ჩემივე ინიციატივით შევინარჩუნეთ მეგობრული და სწორი ურთიერთობა, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ლუკას მხრიდან არის მცდელობა, რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავამთავრე ეს ურთიერთობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები