მეორე ოქრო სოფიადან. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს მეორე ოქროს მედალი ლუკა მაისურაძემ შეძინა (-90 კგ).
ფინალურ შეხვედრაში ლუკამ სერბი დარკო ბრასნოვიჩი დაამარცხა.
ფინალამდე ლუკამ ესტონელი კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა, რუმინელი ალექს კრეტი და კრისტიან ტოტი დაამარცხა.
გუშინ, ევროპის ჩემპიონი 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედალი კი, ქართულ დელეგაციას ეთერ ლიპარტელიანმა (-57 მოუტანა).