LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ – მიტროპოლიტი გრიგოლი

332
BeFunky-collage (36)

ფოთისა და ხობის მოტროპოლიტი გრიგოლი ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის სამძიმრს უცხადებს ოჯახს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოთისა და ხობის ეპარქიის გვერდზეა აღნიშნული.

“ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებისა და ჩვენი სამწყსოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ ლუკა სირაძის ოჯახს.

მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს.

ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს!

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა”.

ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე!

† მდაბალი გრიგოლი.”-წერია სამძიმრის წერილში.

პეტრე კოლხი: ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g