LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობენ, მაგრამ თავად ბრძოლას არ გეგმავენ

88
ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის გაჩაღება სურთ, რომელშიც უკრაინა იქნება ჩართული, თუმცა თავად ბრძოლას არ გეგმავენ.

„ზუსტად ვიცი, რა სჭირდება დასავლეთს: მათ კონფლიქტის გაჩაღება სურთ. უკეთესია ომი სხვისი ხელებით, სხვა ადამიანების მონაწილეობით – დაე, დაიხოცონ უკრაინელები, რუსები, ბელარუსები“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთში მუდმივად ისმის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თემა და როგორც კი უკრაინის ომზე ყვირილი წამიერად ჩაცხრება, „ამერიკიდან ისევ მოდის სიგნალი და ეს ისტერია ხურდება.“

„ანუ გასაგებია, ვის სჭირდება ეს ომი“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ამავე თემაზე:

„უსაფრთხოების გარანტიებზე“ რუსეთმა აშშ-სა და NATO-ს საპასუხოდ 10-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა

ჯონსონი: საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს

შტაინმაიერი: მოვუწოდებ პუტინს, მოუშვას უკრაინის კისერზე მარყუჟი და მშვიდობიან გზას დაადგეს

ჩავა თუ არა ბაიდენი კიევში – რაზე ისაუბრეს უკრაინა-აშშ-ს პრეზიდენტებმა

უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

ზელენსკი – გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g