გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებული სიტუაცია ძალიან რთულია და საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
„საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკან დახევის დრო.
„ძალიან, ძალიან საშიში, რთული სიტუაციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკან დაიხიოს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და ერთიანი ფრონტის დემონსტრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეკონომიკურ სანქციებს ეხება.
„როგორც მოგეხსენებათ, გაერთიანებული სამეფო, წამყვან როლს ასრულებს ჩვენი მოკავშირეების გაერთიანებაში, იმისთვის, რომ არსებობდეს სანქციების მკაცრი პაკეტი. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი იყოს ერთიანი.“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ამავე თემაზე:
ჩავა თუ არა ბაიდენი კიევში – რაზე ისაუბრეს უკრაინა-აშშ-ს პრეზიდენტებმა
შტაინმაიერი: მოვუწოდებ პუტინს, მოუშვას უკრაინის კისერზე მარყუჟი და მშვიდობიან გზას დაადგეს