ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.
ის უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
„6 წელია, ჩემი სიყვარული არ მინახავს…
არც მისი ხმა გამიგია…
არც სიცილი…
არც… ❤️🩹💔…“, წერს გოგონას დედა, ლულუ კახიანი.
გიორგი გვარჯალაძე ასევე აქვეყნებს ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მას მადლობას ეუბნება:
„6 წელი… ლენო, მადლობა ყველაფრისთვის, სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, სითბოსთვის, ერთობისთვის, ზრუნვისთვის, სიამაყისთვის, ტკივილისთვის, სიმწარისთვის, გატეხილობისთვის… ბოდიში, თუ რამე გაწყენინე, მიყვარხარ…“
