LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგი: საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაზე

1358
luqsemburg-news

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო – სწორედ ასე ჰქვია ოფიციალურად ევროპის მინიატურულ ქვეყანას, რომელმაც სახელი საქსონების მიერ აგებული ციხის- Lucilinburhuc წყალობით შეიძინა, თუმცა ასწლეულების შემდეგ ე.წ. „პატარა ციხე“ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

ლუქსემბურგი, რომელიც გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ყატარის შემდეგ ყველაზე მდიდარ ქვეყნადაც თვლება, სადაც საშუალო ხელფასი 1950 ევროს აღწევს.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყნის მოსახლეობას მხოლოდ 563 ათასი ადამიანი, მეტწილად უცხოელები შეადგენენ. სხვათაშორის, ლუქსემბურგში 170-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, რომელთა შორის პორტუგალიელები ჭარბობენ. ლუქსემბურგელია ევროკომისის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც.

თითქმის ყველა ლუქსემბურგელი პოლიგლოტია. მართალია, ნაციონალურ ენად ლუქსემბურგული ითვლება, მაგრამ „მშობლიურ“ ენაზე მხოლოდ ქვეყნის პარლამენტი მუშაობს, კანონები ფრანგულად იწერება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი, ერთდრიულად რამდენიმე ენით – გერმანულით, ინგლისურით, პორტუგალიურით და ფრანგულით სარგებლობენ.

ლუქსემბურგი ერთადერთი დიდი საჰერცოგია მსოფლიოში. ამგვარი სტატუსი ჯუჯა სახელმწოფომ, რომელსაც დღესაც დიდი ჰერცოგი ანრი მართავს, 1815 წელს შეიძინა ნაპოლეონის მარცხის შემდეგ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ქალაქი ლუქსემბურგი უძველესი კვარტალების და არქიტექტურის წყალობით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ XVI–XVII საუკუნეებში ლუქსემბურგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და საიმედოდ გამაგრებული ქალაქი იყო, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი სახე.

ქალაქ ლუქსემბურგში ნებისმიერ სხვა ქალაქზე მეტი, დაახლოებით ორასამდე ბანკია.

ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშსანიშნაობად ბოკის კაზიმატები – გვირაბების ქსელი ითვლება, რომელიც მიწისქვეშ 17 კილომეტრზეა გაყვანილი. ქსელის მშენებლობა 1644 წელს დაიწყო და ეტაპობრივად გაფართოვდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი, 30-35 ათასი ადამიანის თავშესაფრად იქცა.

ნაციონალური კულინარია ფრანგულ და გერმანულ სამზარეულოს აერთიანებს, ტრადიციულ კერძებად კი, კარტოფილის ბლითები, ქლიავის ღვეზელი და „მწვანე წვნიანი“ ითვლება შებოლილი ღორის ხორცით და ბოსტნეულით, ლობიოთი და კარტოფილით.

 

magti 5g