LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

111
1582954376-7ISQR3UGSSQSF2JPTK5RWXPP2I

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. დღეიდან ლუქსემბურგში მატარებლით (პირველი კლასის გარდა), ავტობუსით (ღამის რეისების გარდა) და ტრამვაით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი.

მგზავრობის ფასს არ გადაიხდიან როგორც ადგილობრივები, ასევე დროებითი ვიზიტორები.

გადაწყვეტილება მთავრობამ იმისთვის მიიღო, რომ საავტომობილო გზებზე ტრანსპორტი შემცირდეს.

ცნობილია ასევე, რომ ტრანსპორტის ხარჯებს, რაც წელიწადში 41 მილიონ ევროს შეადგენს, მოქალაქეთა გადასახადებიდან შეგროვებული თანხით დაფარავენ.

ფინეთში ელექტროენერგია უფასო გახდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები