LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში ელექტროენერგია უფასო გახდა

3297
689

17 თებერვალი ფინეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის ისტორიაში შევიდა – ელექტროენერგია პირველად გახდა უფასო. ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool იუწყება.

„ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა“, – ნათქვამია ბირჟის ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ ასეთი შედეგის მიღება ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთში ელენერგიის რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

მომხმარებელთა უმრავლესობამ, იანვარში კილოვატ/საათში საშუალოდ 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ნოემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები