LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალური უწყებების ცნობით, ავარია მოხდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის (მაღალი ძაბვის) ნაწილში, რამაც ქვეყნის დიდ ნაწილში დენის გათიშვა გამოიწვია

324
2026-07-24_01-08-19_084712

ოფიციალური უწყებების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის ავარიამ, რის შედეგადაც ენერგოსისტემის დაცვის ავტომატური მექანიზმები ამოქმედდა.

ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა ქვეყნის დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო აღდგენა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დენი არ მიეწოდება რუსთავსა და ბათუმსაც. სოციალური ქსელის მომხმარებლები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან წერენ, რომ ელექტროენერგია გაითიშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები