LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლურჯი ჟილეტი აცვია ნიკას, ცოტნეს შავი მოსაცმელი..“ – თბილისში ორ მოზარდს ეძებენ

311
Untitled design (3)

თბილისში ორ მოზარდს, 13 წლის ცოტნე გათენაშვილს და ნიკოლოზ ფარულავას ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ მოზარდები არ უნახავთ. ამის შესახებ „ფორტუნას“ ცოტნე გათენაშვილის დამ მარიამ გათენაშვილმა განუცხადა.

ცოტნეს და ნიკოლოზის ძიების პროცესში ჩართულია პოლიციაც. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბოლოს „გალერია“-ში ორ უცნობ გოგოსთან ერთად ნახეს, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.

„საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ თუ სადმე შენიშნეს, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ამ ნომერზე: 599 33 63 89“, – აცხადებს მარიამ გათენაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g