LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს – ირმა ინაშვილი

114
ირმა ინაშვილი

პარლამენტში ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს, ვინ დგება ქართველი ხალხის მხარეს და ვინ ერწყმის ბოლომდე ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფს, – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებასა და „სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციაზე ისაუბრა.

„გუშინდელმა კენჭისყრამასც ეს პროცესი გახსნა. ცხადია, ეკა ბესელია დადგა ქართველი ხალხის მხარეს. ყველა ის დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს რეზოლუციასა და სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას, დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს. მე და ეკა ბესელია ვართ თანამებრძოლები, როცა ბევრი მართლა ბუჩქებში იმალებოდა. ჩვენ ისევ ვიქნებით თანამოაზრეები და თანამებრძოლები,“ – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

magti 5g