LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის, თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

94
225607 (1)

უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შორის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მთავარი თემები ეხება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებას, არასტაბილურ ვითარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს, მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას, რომელზეც მინიშნება პუტინმა, სოჭში 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა.

თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ლიდერებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები