LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩანჩალა გუნდის ფეხბურთელებმა მოედანზე საცვლებში გამოწყობილი მოდელები გაიყვანეს

19

ჰოლანდიური კლუბის „ვალვეიკის“ ფეხბურთელები მოედანზე საცვლებში გამოწყობილ მოდელებთან ერთად გავიდნენ.
აქცია ვალენტინობის დღეს მიეძღვნა.
როგორც წესი, მოთამაშეები მოედანზე ბავშვებთან ერთად გადიან, მაგრამ ჰოლანდიაში აი ასე მკვეთრად შეცვალეს ეს ტრადიცია. მოდელებს შორის აღმოჩნდა მის ბელგია-2016 ლენტი ფრანსი, რომელმაც მაყურებლებს შორის სპეციალური პრიზები გაათამაშა.
თუმცა ეს მომხიბვლელი გოგონები „ვალვეიკს“ მაინც ვერ დაეხმარნენ, გუნდმა „ემენთან“ 0:1 წააგო.
შესაძლოა, ამ კონკრეტულ შეხვედრაში მარცხი ამ მადისაღმძვრელი ქალბატონების ბრალიც კი ყოფილიყო, მაგრამ „ვალვეიკი“ ისედაც ბოლო ადგილზეა ჰოლანდიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=qCRtJvY3hVY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები