LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს

129
გურამ მაჭარაშვილი

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აფასებს.

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

„ხუთი კი არა, სამი, ერთი ადამიანის დაღუპვაც კი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის ომში მონაწილეების, ჩვენთვის არის ტკივილი და ტრაგედია, ერთი ადამიანისაც კი და, მათ შორის, 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეკითხვაზე „ფიქრობს, თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს“ – მაჭარაშვილი ჰპასუხობს:

„მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, „ომის პარტიის“ ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი, პატარა ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები ეგენი, რომლებსაც შავი ლენტი რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე, ჯერ საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი? ჰკითხეთ ხოშტარიას, საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტი ნაძვის ხეზე?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი

თეა წულუკიანი: ჩვენ ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

ვიდეო: “რა ბიჭი იყო…სულ მაჟრიალებს რომ ვლაპარაკობ” – ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ატირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g