LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცივარს ყიდულობდნენ და ბინას აყიდინებდნენ, ვიცავთ ხალხს უაზრო კრედიტებისგან – ქობულია საბანკო რეგულაციებზე

14mjghh

“ჩვენი რეგულაციები იცავს მოსახლეობას უაზრო კრედიტებისგან, გაუაზრებელი კრედიტებისგან” –  განაცხადა გიორგი ქობულიამ უმცირესობის დასმულ კითხვებზე, რომელიც საბანკო რეგულაციების შედეგად გაყიდვების შემცირებას ეხებოდა. ეკონომიკის მინისტრი არ ადასტურებს, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ.

ამასთან, როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საბანკო რეგულაციები დაწესდა იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა ისეთი საბანკო კრედიტით, რომელსაც ვერ გადაიხდიან, „ცხოვრება არ გაიუბედურონ“. მისი თქმით, ვისაც აქვს შემოსავლები, უძრავი ქონების შეძენა აღნიშნული რეგულაციების მიუხედავადაც შეუძლია.

„საბანკო რეგულაციები, რომელიც იყო შემოღებული, აგრეთვე გამიზნულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ღარიბი შრე იმისთვის, რომ მათ აიღონ ის კრედიტი, რომლის გადახდის უნარიც ექნებათ. რაც შეეხება საცალო კრედიტებს, აქაც არის რეგულაციები, რომელიც, დიახ, არის მიზანმიმართულად შემოღებული, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი კრედიტებისგან, რა თქმა უნდა, გვაქვს აბსოლუტური მოლოდინი, რომ რაღაცა ზეწოლა ამას საცალო ვაჭრობაზე ექნება და ეს ჩვენ გვაქვს გათვლილი. არ ვადასტურებ მაგ ციფრს [რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ]… მაცივარს ყიდულობდნენ და მერე ბინას აყიდინებდნენ მაგის გამო, აი, ეგეთ ხალხს ვიცნობ ზუსტად, მაგ ხალხს ვიცავთ, რომ ეგეთი რაღაცა არ მოხდეს, ჩვენი რეგულაციები იცავს მოსახლეობას უაზრო კრედიტებისგან, გაუაზრებელი კრედიტებისგან”- განაცხადა ქობულიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g