“არანიარი მნიშნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები, საერთოდ არანაირი. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია”,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ასე უპასუხა მან მედიის კითხვას, იქნება თუ არა ის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი.
“მესმის, რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგაა, დაველოდოთ ცოტახანი. არანიარი მნიშნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები, საერთოდ არანაირი. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია”, — განაცხადა გახარიამ.
20 ივლისს ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიას გახსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს დაასახელებს.
