პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში რომის პაპთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.
„მადლობა ამ ენერგიისთვის“, – წერს ირმა გიგანი ფოტოების აღწერაში.
ამავე ფოტოების აზიარებს ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი და წერს:
„ირმა გიგანი 18 იანვარი, ვატიკანი, კონცერტის დღე – აუდიენცია რომის პაპთან“.
ცნობისათვის, კონცერტი ვატიკანში, Sala dei Cento Giorni-ში 18 იანვარს გაიმართა. სოლო პროგრამის ფარგლებში პიანისტმა ირმა გიგანმა ბახის, შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებები შეასრულა.