გუშინ ცესკოსთან გამართული აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს, ვინც ძირს დავარდნისგან გადაარჩინა, საჯარო მადლობას უხდის.
“ფორმულას” ჟურნალისტ ანა ბარათაშვილს წყლის ჭავლის სახეში მოხვდა, რა დროსაც მედიისთვის განკუთვნილი ავტომობილიდან გადმოვარდა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს
“დღევანდელი დღის დასაწყისი და შედეგი!!! მადლობა ყველას მოკითხვისთვის და მზრუნველობისთვის, განსაკუთრებით კი იმ უცნობ ადამიანებს, ვიც ჰაერში დამიჭირა და ძირს დავარდნას გადამარჩინა”- წერს ანა ბარათაშვილი.