წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც. დარბევის დროს დაშავდა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი – ანა ბარათაშვილი.
მას წყლის ჭავლის სახეში მოხვდა, რა დროსაც მედიისთვის განკუთვნილი ავტომობილიდან გადმოვარდა. ინფორმაციას და ფოტოს ამავე ტელევიზიაში მომუშავე ადამიანები ავრცელებენ.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2020/11/124407924-10159756225838306-7823558445568828442-n-2020-11-09_05-38-47_079176.jpg)
“ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, გადაღებაზე წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს და მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს! მადლობა, ვინც დროულად დაეხმარა!”- წერს ელისო ჯარიაშვილი.