LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის პოლიციამ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

76
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ჯანდაცვის სექტორისა და მოხუცთა თავშესაფრების მუშაკებისთვის 1 სექტემბრიდან იგეგმება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საბერძნეთში 11 მილიონი მოსახლედან 5.7 მილიონამდე ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული.