ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა საკუთარი ხელით აღმართა.