საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართველი დიპლომატები კიევსა და ოდესაში იმყოფებიან.
ამის შესახებ ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს და დიპლომატებს მადლობას უხდის.
“ქართველი დიპლომატები კიევსა და ოდესაში!
თქვენ გვერდით ვარ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს მომენტში!
მადლობა მამაცობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!
კიევში ყოფნით თქვენ არა მარტო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უცხადებთ მხარდაჭერას, არამედ მათ შორის იცავთ თქვენი სამშობლოს – საქართველოს თავისუფლებას!”-წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.