LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს: ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე

192
BeFunky-collage (11)

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება.

“ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ თქვენ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენ სახელმწიფოს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს“, – განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ისინი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g