LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს” – ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტს აჯამებს

57
ჰგჯეტ

მადლობას ვუხდი პრემიერ ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დასადასტურებლად შეხვედრისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ის საკუთარ განცხადებას სოციალურ ქსელში თან ურთავს საქართველოში ვიზიტის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„თბილისში შესანიშნავი ვიზიტის დასრულება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს უსაფრთხოების საერთო პრობლემების განსახილველად და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დასადასტურებლად გუშინ ჩემთან შეხვედრისთვის“, – წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

როგორც ჯონ კირბის განცხადებაშია აღნიშნული, ოსტინმა პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილა.

გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ, მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა ბურჭულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ახალი ინიციატივის შესახებ.

პენტაგონის ცნობით, ეს ინიციატივა იქნება უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრი მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g